კლანები - აკაცუკები - Uz-Naruto

ინფო

მინი-ჩათი

 
200

საათი

თქვენს შესახებ

IP

Favorite

აკაცუკები

მთავარი » სტატიები » კლანები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 10
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
   
 
სოფელი: ფოთოლში დაფარული
ძიუცუს კლასიფიკაცია: მემკვიდრეობითი ტეხნიკები
კლანის წარმომადგენლები: იუჩია სასუკე, იუჩია იტაჩი, იუჩია ობიტო, იუჩია მადარა და ა.შ.
შესაძლებლობები: შარენგანი, მანგეკიუ შარენგანი
 
ეს კლანი კონოხის სოფლიდან ცნობილია სხვისი ტეხნიკების კოპირებით და შემდეგ მის გამოყენებას სურვილისამებრ. კლანის წევრებს შეუძლიათ თვალების შეცვლა, რათა მიიღონ "შარინგანის" ფორმა. ასეთი თვალებით მათ შეუძლიათ კოპირება იმათი მოძრაობის, ვისაც უყურებენ. ეს მათ აძლევს საშუალებას წინასწარ შეიტყონ მოწინააღმდეგის ქმედება.
 
კლანები | ნანახია: 54 | Author: Anna | დაამატა: Anna94K | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

   
 
სოფელი: ფოთოლში დაფარული
ძიუცუს კლასიფიკაცია: დაფარული ტეხნიკები
კლანის წევრები: ნარა შიკამარუ, ნარა შიკაკუ, ნარა ეშინო
შესაძლებლობები: ჩრდილით დაჭერის და გაგუდვის ტეხნიკა
 
ეს კლანი კონოხის სოფლიდან გამოირჩევა საკუთარი ჩრდილის მართვის შესაძლებლობით. ამ შესაძლებლობის გამოყენებით ნარას კლანის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავისი ჩრდილის შეერთება მოწინააღმდეგის ჩრდილთან და კონტროლის ქვეშ აყვანა. ამ მდგომარეობაში მოწინააღმდეგე იმეორებს ოპონენტის ყველა მოძრაობას.
კლანები | ნანახია: 45 | Author: Anna | დაამატა: Anna94K | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

   
 
ადგილმდებარეობა: ქვის სოფელი
ძიუცუს კლასიფიკაცია: დაფარული ტეხნიკები
კლანის წევრები: კამიზურუ ჯიბაჩი, კამიზურუ კურობაჩი, კამიზურუ სუზუმებაჩი
შესაძლებლობა: ფუტკრების მართვა
 
წარსულში კამიზურუს კლანს დიდი გავლენა ჰქონდა ქვის სოფელზე. ომის დროს ისინი სათავეში ჩაუდგნენ კონოხზე თავდასხმას. სოფლის შესასვლელთან მათ შეხვდათ აბურამეს კლანი, ამ ბრძოლაში ათასობით დაიხოცნენ, მაგრამ გამარჯვება დარჩა აბურამეს კლანს. კამიზურუს კლანისთვის მძიმე დრო დადგა. წლების შემდეგ ჯიბაჩი, კურობაჩი და სუზუმებაჩი მიემგზავრებიან ბიკაჩიუს ველზე, რათა იპოვონ ლეგენდარული ხოჭო ბიკაჩიუ, ეს მათ დაეხმარებოდა ძველი დიდების აღსადგენად. ამ კლანის სამი წევრი იმედოვნებდნენ ბიკაჩიუს გამოყენებას, რათა დაედგინათ აკრძალული გრაგნილის ადგილმდებარეობა, რომელიც შეიცავდა ხოჭოების მართვის საიდუმლო ტეხნიკებს. მისი საშუალებით კლანის წარმომადგენლები შეძლებდნენ გაცილებით მაღალი დონის ტეხნიკების გამოყენებას და გაცილებით რთული დავალებების შესრულებას. შედეგად ისინი მიიღებდნენ გაცილებით მაღალ გავლენას სოფელზე და აღადგენდნენ კლანის წარსულ დიდებას.
კლანები | ნანახია: 43 | Author: Tornike | დაამატა: uz-naruto | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

   
 
ადგილმდებარეობა:  ნისლის სოფელი
ძიუცუს კლასიფიკაცია: საგვარეულო ტეხნიკები
კლანის წევრები: კაგუია კიმიმარო
 
კაგუიას კლანი ნისლის სოფელში იყო ცნობილი ორთაბრძოლისადმი სიყვარულით. მათ არ შეეძლოთ ბრძოლის გარეშე ცხოვრება და ერთხელ თავს დაესხნენ მეზობლებს. მაგრამ მათ გადაჭარბებით შეაფასეს თავიანთი ძალები, დამარცხდნენ, მთელი კლანი ამოხოცეს, გადარჩა მხოლოდ ერთი - კიმიმარო. ამ კლანს ჰქონდა შესაძლებლობა, ემართა ძვლოვანი სტრუქტურა. მათ შეეძლოთ შეექმნათ ახალი ძვლები, შეეცვალათ მათი რაოდენობა, გამოეძროთ და გამოეყენებინათ როგორც საბრძოლო იარაღი. ასეთი ძვლები იყო კლდეზე უფრო ძლიერი.
კლანები | ნანახია: 49 | Author: Tornike | დაამატა: uz-naruto | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

   
 
სოფელი: ფოთოლში დაფარული
ძიუცუს კლასიფიკაცია: დაფარული ტეხნიკები
კლანის წევრები: ინუზუკა კიბა, ინუზუკა ცუმე, ინუზუკა ჰანა
 
ეს კლანი კონოხის სოფლიდან ცნობილია თავიანთი ძაღლებით. კლანის ბევრ წარმომადგენელს ჰყავს ძაღლი, რომელიც გამოდის პარტნიორთან ერთად და ეხმარება ბრძოლაში. ასევე ამ კლანის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ ტეხნიკები, რათა მიიღონ ძაღლისებური შესაძლებლობები.
კლანები | ნანახია: 41 | Author: Tornike | დაამატა: uz-naruto | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

  
 
სოფელი: ფოთოლში დაფარული
ძიუცუს კლასიფიკაცია: მემკვიდრეობითი ტეხნიკები
კლანის წევრები: ჰიუგა ნეჯი, ჰიუგა ჰინატა, ჰიუგა ჰიზაში, ჰიუგა ჰიაში, ჰიუგა ჰანაბი
 
ეს კლანი ფოთლის სოფლიდან ცნობილია იმით, რომ შეუძლია მოწინააღმდეგის ჩაკარების დინების დანახვა. ამ შესაძლებლობის სხვა ტეხნიკებთან ერთად გამოყენება, მათ აძლევს ჩაკარების დინების გადაკეტვის საშუალებას, რითიც მოწინააღმდეგეს ჩაკარების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს.
კლანები | ნანახია: 43 | Author: Tornike | დაამატა: uz-naruto | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

  
 
ადგილმდებარეობა: ნისლის სოფელი
ძიუცუს კლასიფიკაცია: საგვარეულო ტეხნიკები
კლანის წევრები: ჰაკუ და დედამისი
 
ეს კლანი ტუმანის სოფლიდან ცნობილია იმით, რომ შეუძლიათ წყალი გადააქციონ ნებისმიერი ფორმის ყინულად. ნისლის ქვეყანაში გამუდმებით მიმდინარეობდა ომები, რის შედეგადაც ყველაფერში დაადანაშაულეს შინობები. რადგანაც ომებში მონაწილეობდნენ ძირითადად ადამიანები შეცვლილი გენებით, მათზე დაიწყეს ნადირობა. როდესაც ჰაკუს მამამ შეიტყო მათ შესაძლებლობებზე, მოკლა თავისი ცოლი - ჰაკუს დედა და შეეცადა მოეკლა ჰაკუც. არ არის ცნობილი არიან თუ არა ცოცხლები ამ კლანის სხვა წარმომადგენლებიც.
კლანები | ნანახია: 39 | Author: Anna | დაამატა: Anna94K | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

  
 
ადგილმდებარეობა: ბრინჯის მინდვრების ქვეყანა
ძიუცუს კლასიფიკაცია: დაფარული ტეხნიკები
კლანის წევრები: ფუუმა არაში, ფუუმა ჰანზაკი, ფუუმა სასამე, ფუუმა ჯიგუმო, ფუუმა კარეგოი, ფუუმა კამაკირი
 
წარსულში ოროჩიმარუ ჩავიდა ბრინჯის მინდვრების ქვეყანაში, რათა აქ შეექმნა ხმაში დაფარული სოფელი. ფუუმას კლანი იყო დასუსტებული და ამიტომ ამ კლანის ბევრმა წარმომადგენელმა გადაწყვიტა შეერთებოდა ოროჩიმარუს, რადგან იგი დაპირდა ფუუმას კლანის გაძლიერებას.
კლანები | ნანახია: 48 | Author: Anna | დაამატა: Anna94K | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

  
 
სოფელი: ფოთოლში დაფარული
ძიუცუს კლასიფიკაცია: დაფარული ტეხნიკები
კლანის წევრები: აკიმიჩი ჩოჯი, აკიმიჩი ჩოიზა
 
ეს კლანი კონოხის სოფლიდან ცნობილია თავისი სხეულის ზომის შეცვლის შესაძლებლობით - წონის გადიდებით და ბურთად გადაქცევით.
კლანები | ნანახია: 48 | დაამატა: Anna94K | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

     
 
სოფელი: ფოთოლში დაფარული
ძიუცუს კლასიფიკაცია: დაფარული ტეხნიკები
კლანის წევრები: აბურამე შინო, აბურამე შიბი
  
ეს არის კლანი კონოხის სოფლიდან ცნობილია ხოჭოების მართვის შესაძლებლობით. დაბადებისთანავე ამ კლანის წევრები უფლებას აძლევენ ხოჭოებს იცხოვრონ მათ სხეულებში და იკვებონ ჩაკარებით. სამაგიეროდ ხოჭოები ამ კლანის წარმომადგენლებს აძლევენ იმის საშუალებას, რომ მართონ ისინი.
კლანები | ნანახია: 53 | Author: Tornike | დაამატა: uz-naruto | თარიღი: 24.04.2009 | კომენტარი (0)

1-10

მინი პროფილი

მოგასალმებით: Гость

წერილი:

სტუმარო, ჩვენ მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით! გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდეთ!
E-mail:
პაროლი:

ძიება საიტზე

გამოკითხვა

რომელი პერსონაჟი მოგწონთ?
სულ პასუხი: 100

მუსიკა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0